რეზონანსი
06.03.2024

პრეზიდენტი გახდა „ნაციონალური მოძრაობის" რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც, შესაბამისად, ჩვენ ქალბატონი სალომესგან აღარაფერი გვიკვირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მან (პრეზიდენტმა) გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა. მაგალითად ბერძენიშვილმა, რომელიც ყოველთვის ებრძვის სიწმინდეებს, ეკლესიასა და პატრიარქს. მათ რიგში ჩაეწერა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, უდიდესი ალბათობით, დავალების შესაბამისად, საქართველოს პატრიარქზე იერიში მიიტანა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×