რეზონანსი
06.03.2024

მწვავე პნევმონიით, მშობიარობის შემდეგ, 39 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი თურქეთის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინადან" გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

კლინიკის ინფორმაციითვე, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კონსილიუმისა და ოჯახი შეთანხმების საფუძველზე, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, როგორც „მედინაში" ტქვეს, ახალშობილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ცნობისთვის, დაღუპული ქალი მეუღლესთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა და შვილს 14 წლის განმავლობაში ელოდა

წყარო: TV25.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×