რეზონანსი
06.03.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია აქტიურად უჭერდნენ მხარს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნაცვლად დაშვებული ყოფილიყო სამოქალაქო პარტნიორობა. ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მოთხოვნა, სახელმწიფოს დაეშვა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის პროცესი.

„არასამთავრობო ორგანიზაციები არც კი მალავდნენ, რის გაკეთებას აპირებდნენ. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს, რომ ქორწინებაზე ჩანაწერი არ ყოფილიყო კონსტიტუციაში. თუ მაინც და მაინც ეს ჩანაწერი იქნებოდა, იქვე ყოფილიყო ჩანაწერი, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნაცვლად, დაშვებული ყოფილიყო სამოქალაქო პარტნიორობა. ამას ამართლებდნენ რაღაც აბსურდული თემით, რომ თითქოს საქართველოს კანონმდებლობა ისედაც არ უშვებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და რა საჭიროა ამის კონსტიტუციაში დამატება და დამტკიცება. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული იყო იმიტომ, რომ ჩვეულებრივი კანონის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნებოდა. მერე ამას მოჰყვებოდა შემდეგი ნაბიჯი, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის შემდეგ დაგვეშვა მათ მიერ შვილად აყვანის პროცესი და ა.შ. ოპოზიციის ნაწილიც უჭერდა ამას მხარს, განსაკუთრებით „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×