რეზონანსი
05.03.2024

მთელს მსოფლიოში "მეტას" მომხმარებლებს პრობლემა შეექმნათ. გლობალური სოციალური ქსელები: "ფეისბუკი", "მესენჯერი" და "ინსტაგრამი" ამ დროისთვის გათიშულია და მომხმარებლები ვერცერთი პლატფორმით ვერ სარგებლობენ.

ამ ეტაპზე არცერთი სოციალური ქსელი მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგალითად "ფეისბუკის" შესაბამის ველში პაროლისა და მომხმარებლის სახელის აკრეფისას, ავტომატურად ფიქსირდება "შეცდომა" და მომხმარებელი საკუთარ "ექაუნთზე" შესვლას ვერ ახერხებს.

რამ გამოიწვია მასშტაბური ხარვეზი, ან როდის იქნება ისინი ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით უცნობია. Meta-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 56% ამბობს, რომ შეფერხებით მუშაობს ვებგვერდი, 24% წერს არ მუშაობს აპლიკაცია, 20% კი ამბობს, რომ Facebook-ზე საერთოდ ვერ შედის.

ანალოგიური პრობლები შეინიშნება Instagram-ზეც. მომხმარებლების 62% აპლიკაციით ვერ სარგებლობს, 26% ვერ "სქროლავს", 12%-ს კი აპლიკაციაში შესვლის პრობლემა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×