|

მამუკა ხაზარაძე ბოდიალობს. რას ბოდიალობენ არ იციან. რაღაც კამპანია ააგეს და იმდენად დაბნეულია ეს კაცი, დღემდე ვერ გასცა კითხვას პასუხი, რა შუაშია პროკურორი? ერთ-ერთმა ტელევიზიამ რომ დაუსვა შეკითხვა, უპასუხა, რომ მე პროკურორი არ ვარ და ვერ გაგცემთ პასუხსო. ამ კაცმა თქვა ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში რამდენიმე კვირაშიო. რაღაც კამპანიას აგებს და კითხვა რომ შეუტრიალეს, მე პროკურორი არ ვარ და არ ვიციო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ვინმემ გაიგეთ პროკურორი რა შუაშია? მე გავიგე. ჩარჩენილია თავის კომკავშირულ აქტივიზმში, თავის დროზე სადაც იყო. ჰგონია, რომ პროკურორი ასახლებს ადამიანებს და ეს დააანონსა. კომუნისტების პერიოდშიც კი რომ აღარ იყო გადასახლება პროკურორის მიერ სასჯელისა და სანქციის სახე, იქ არის ჩარჩენილი. თავისი ღრმა ბავშვობის დროსაც კი აღარ იყო მგონი ეს სანქცია. 1937 წლის კომუნისტების მეთოდოლოგიაშია ჩარჩენილი და უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურორს გადაასახლებინოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|