|

გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება. დამეთანხმებით, რომ ეს არის შთამბეჭდავი მონაცემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასული წლების განმავლობაში, ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. კოვიდით განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რითაც საქართველომ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს 26%- ით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა ოთხჯერ გაიზარდა. 28 ათასიდან 40 ათასამდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი.
სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრიაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად, მილიონ ნახევარი მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება. დამეთანხმებით, რომ ეს არის შთამბეჭდავი მონაცემები“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|