|

ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერენ მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.
მისი თქმით, დღეს საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, როგორც უკრაინის დეოკუპაცია.
„ევროკავშირის შუამავლობით არის დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირდაპირი ვალდებულებაა განახორციელონ ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლა მათი შუამავლობით დადებული შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. დღეს საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, როგორც უკრაინის დეოკუპაცია და მანამ სანამ, ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც იქნება საქართველოს მიწა-წყალზე, ევროპული სივრცის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი და ჩვენ ვიყავით ძალიან მკაფიო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ამაზე საუბრისას“, - აღნიშნა ბერაიამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|