რეზონანსი
04.03.2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული 13 წლის გოგო იპოვეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლებას" ბავშვის მამა აწვდის. გოგოს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

"პოლიციამ ახლა მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და გავარკვევ, როგორ არის ჩემი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. სხვა არაფერი არ ვიცი", - ამბობს "რადიო თავისუფლების" ცნობით, ბავშვის მამა.

გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×