რეზონანსი
03.03.2024

 საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირაში" ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა ჰყავდეს და მოიხსნას ბარიერები, რომელიც პოტენციურად ხელს შეიძლება უშლიდეს საქართველოს მოქალაქეებს.

„საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ უვიზო მიმოსვლაზე, რაც დამატებითი იმპულსი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესებს. როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაადგილების თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ მეტი ბარიერები. აქ არამარტო მსხვილ ბიზნესზეა საუბარი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესზეც. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა არსებობდეს ორმხრივ ფორმატებში სხვადასხვა ქვეყანასთან და გავზარდოთ არეალი იმ ქვეყნების, სადაც უფრო დავახლოვდებით პოლიტიკურად და მოვხსნით იმ ბარიერებს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ხელს უშლიდეს ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა მინისტრმა.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×