
ჩრდილოეთ საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი ნავი, რომელშიც მიგრანტები ისხდნენ, ამობრუნდა და ყველა მგზავრი გაყინულ წყალში ჩავარდა.
16 ადამიანიდან ერთ-ერთი 7 წლის გოგონა იყო, რომელმაც გადარჩენა ვერ შეძლო.
როგორც საფრანგეთის ჩრდილოეთ დეპარტამენტის პრეფექტურის განცხადებაშია ნათქვამი, საზღვაო ტრანსპორტი, რითაც მიგრანტები გადაადგილდებოდნენ, საკმარისი ზომის არ იყო, სწორედ ამის გამო ამობრუნდა.
ზღვაში ჩავარდნილი ხალხი ერთ-ერთმა გამვლელმა შენიშნა, შემდეგ კი პოლიციისა და მაშველებს აცნობა.
ოფიციალური უწყების განცხადებით, დაღუპული 7 წლის გოგონას სამი დედმამიშვილი მშობლებთან ერთად კლინიკაში არიან გადაყვანილები. სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა მგზავრებიც, მათ შორის, 6 მცირეწლოვანი.