რეზონანსი
03.03.2024

სხვადასხვა შემოვლითი გზით მაინც ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ისეთი უცხო ტენდენციების შემოტანა, როგორიც გახლავთ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცნობილი განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირასთან" ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სხვადასხვა შემოვლითი გზით მაინც ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ისეთი უცხო ტენდენციების შემოტანა, როგორიც გახლავთ მაგალითად ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცნობილი განცხადება, რომ არ გამოიყენოთ საუბარში „დედა", „მამა", ან „ქალიშვილი", „ვაჟიშვილი". ეს რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და დისკრიმინაციულია პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა", „მამა", ქალბატონებო და ბატონებო", „ვაჟიშვილი", „ქალიშვილი". „ცოლი", „ქმარი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×