|

2021 წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სომხეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აზერბაიჯანელ და თურქ ჟურნალისტებს ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში განუცხადა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2022 წელს აზერბაიჯანმა წარმოადგინა ხუთი ცნობილი ძირითადი პრინციპი და ეს პრინციპები მიიღო სომხეთმა. „ამასთან, ეს დადებითად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამ. აზერბაიჯანის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი, რომლის განხილვაც წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს, ამ პრინციპებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ჩვენ მოველით, რომ ეს საკითხი გადაწყდება კანონის შესაბამისად, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება და მხარეები მიიღებენ მას. ეს მშვიდობა ისეთი პირობებით უნდა დამყარდეს, რომ იყოს გამძლე და მომავალში არავითარი ღია კითხვები არ გამოიწვიოს", - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|