რეზონანსი
03.03.2024

ამ წუთას არ ვიცი, არ მინახავს და წაუკითხავ კანონს ვერც დავეთანხმები და ვერც უარვყოფ, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ქართველ ხალხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დაცვა არ სჭირდება იმისგან, რომ პროპაგანდამ ტვინი არ აუმღვრიოს და უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს და ქალს - ქალი", - აღნიშნა ხვიჩიამ.

„ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×