|

2 წლის განმავლობაში ჩვენ ალბათ არც თუ ისე ბევრს ვსაუბრობდით, თუ რამდენად რთულია ოპოზიციურ საკრებულოსთან ერთად თანაცხოვრება და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში" განაცხადა. „დღეს რუსთავის საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილია გახარიას პარტია 3 კანდიდატით და ნაცმოძრაობას 16 წევრი ჰყავს. პირველივე დღიდან კოალიცია იყო სახეზე. თუ არა მათი ურთიერთშეთანხმება, ვერც გახარიას პარტიიდან გახდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე და ასევე კომისიები სრულად გადანაწილებული აქვთ ნაცმოძრაობის წევრებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემური სახე მიიღო იმან, რომ ნაცმოძრაობის რამდენიმე წევრი კომისიაში, ისე აჩერებდა საკითხებს, რომ არღვევდა რეგლამენტს. მათ ძალიან რთული პროცესები აქვთ წამოწყებული საკრებულოში. მათ შორის თანამშრომლებზე ზეწოლა, გათავისუფლება. ჩვენ შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ დღეს რუსთავის საკრებულო აღარ არის კოალიციაში, ეს არის დაჯგუფება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს კანონი, რეგლამენტი და არ მიაქციოს ყურადღება იმ მოთხოვნებს, რაც კანონით გვაქვს", - აღნიშნა ლაცაბიძემ. რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს სასამართლო მოუგო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულო ვალდებულია მერიის პროექტები განიხილოს. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|