|

აშშ-მა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი თვითმფრინავებიდან პირველად ჩაყარა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი" აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ანკლავში 30 000 ათასი ულუფა საკვები ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან პარაშუტებით ჩაყარეს. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის თვითმფრინავებით ჩაყრის გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების დროს გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა ღაზის სექტორში 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების კოლონას დაედევნენ. ინციდენტის დროს დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი. გაერო-ს ცნობით, მათგან 200 ჯერ კიდევ საავადმყოფოში მკურნალობს. „ჰამასის" წევრები მომხდარში ისრაელის არმიას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ღაზის მცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხოდ, ისრაელში თქვეს, რომ სამხედროებმა მხოლოდ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. მსოფლიო ლიდერებმა მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|