|

ჩვენი სურვილია დასავლურ ინსტიტუტებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ იმ ქვეყნებთან, რომელთა ურთიერთობები უზრუნველყოფენ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილმა სტრატეგიული პარტნიორობის სამი ძირითადი კომპონენტი დაასახელა. „როდის შეიძლება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამართლებული იყოს. მე გამოვყოფდი სამ კომპონენტს: პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები და მესამე - ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამ სამი კომპონენტის გარეშე რთულია ვისაუბროთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაცხადებული გვაქვს. აშშ 30 წელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მოლოდინიც მეტია, რომ უფრო მეტად ვხედავდეთ ამერიკის ეკონომიკური ინტერესებს, ხალხთაშორის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|