რეზონანსი
01.03.2024

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამარცხვინო უწოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეკლესიასთან დაკავშირებით. 

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის, პატრიარქის მიმართ კეთდება ამ შინაარსის განცხადებები, თუმცა პრეზიდენტისგან გამაოგნებელი იყო ის, რაც მოვისმინეთ. ის, რომ ეკლესია დღეს ასე ძლიერად არის წარმოდგენილი, ეს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი სულიერი მამის დამსახურებაა. რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო საბჭოთა საქართველოს დროს ამ მიმართულებით და დღეს როგორი ძლიერია ეკლესია. ეს არის ყველაფერი ის, რაზეც დგას ჩვენი ერი“, - აღნიშნა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა:

„ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×