რეზონანსი
29.02.2024

22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ის პო­ლი­ცი­ამ ზუგ­დიდ­ში აიყ­ვა­ნა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ემ­გზავ­რა და სვა­ნეთ­ში წას­ვლას აპი­რებ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია ცინ­დე­ლი­ა­ნის კვალ­ზე ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­შიფრ­ვის შემ­დეგ გა­ვი­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი წარ­მო­შო­ბით სო­ფელ ჭუ­ბე­რი­დან არის და ის სო­ფელ წი­ნუ­ბან­ში ეს­პა­ნე­თი­დან რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და. ემიგ­რა­ცი­ა­შია ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დაც. ირ­კვე­ვა, რომ ცინ­დე­ლი­ა­ნი ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლად, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ცხოვ­რობ­და.

ცნო­ბი­სათ­ვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხე­და­რი 28 თე­ბერ­ვლის დი­ლით, სახ­ლთან ახ­ლოს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაცი, რო­მე­ლიც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­თელ-მი­რო­ნია, ახალ­გაზ­რდა ქალს აშან­ტა­ჟებ­და და ფულს სძა­ლავ­და, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში კი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის ნა­თე­სა­ვი ჰყვება, რომ:

„ოთო იმ სა­ცო­და­ვი დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის ძმიშ­ვი­ლია, 2008 წელს ზღვა­ში რომ ჩა­ძი­რა შა­მა­თა­ვამ (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - ნ.ფ.)... მარ­თლა კარ­გი ოჯა­ხი იყო და და­თოს ამ­ბავ­მა და­ან­გრია ყვე­ლა...ამ ბი­ჭის მა­მაც - თე­მუ­რიც კარ­გი ბიჭი იყო და მა­საც აე­რია ცხოვ­რე­ბა - ცოლი გა­შორ­და (გუ­ჯე­ჯი­ა­ნია გვა­რად) და ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­და. ეს ბავ­შვიც კარ­გი ბიჭი იყო, სპორ­ტს მის­დევ­და და მერე გზას აცდა.

ბიჭი ბე­ბი­ამ (მა­მის დე­დამ) გა­ზარ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლია, პე­და­გო­გი. დე­დამ ოთო ეს­პა­ნეთ­ში წა­იყ­ვა­ნა და იქ მთლად და­იქ­ცა ეს ბავ­შვი, იქაც მა­ი­მუ­ნობ­და რა­ღა­ცას და დე­დამ გა­მო­ა­ძე­ვა იქე­დან. ამ­ბო­ბენ, ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­დაო, რაც სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. ახ­ლაც ამ­ბო­ბენ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა. ამის მო­ტი­ვი სვა­ნეთ­ში არ იცი­ან. ოთოს მამა და ბე­ბია ჭუ­ბერ­ში ცხოვ­რო­ბენ, ამ­ბო­ბენ, მათ­თან მი­დი­ო­დაო.

2008-ში დათო მა­მას - ზა­ურს გას­ტა­ცეს ხე­ლი­დან, ისიც რე­ინ­ჯე­რი იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი მას მერე წა­ვი­და უკან, და­თოს მამა ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე და­ა­ვად­და და მალე გარ­და­იც­ვა­ლა. მთელ სვა­ნეთ­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი იყო და წელ­ში ვე­ღარ გა­ი­მარ­თნენ. სვა­ნეთ­ში წარ­მოდ­გე­ნა არა­ვის აქვს, რა მოხ­და და რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა ოთომ ეს და­ნა­შა­უ­ლი. ახლა გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის ცოდ­ვით იწ­ვის მთე­ლი სვა­ნე­თი. დღეს ამ ამ­ბით ყვე­ლა გა­გე­ბით სა­ერ­თოდ და­სა­მარ­და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხი."

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მცხოვ­რე­ბი მე­ტყე­ვე-რე­ინ­ჯე­რი და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნი 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. მას „სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი" დას­წა­მეს, რა­ზეც ხელი არ მო­ა­წე­რა.

2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ქუ­თა­ის­ში იმე­რე­თი­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ტყეო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი თათ­ბი­რი ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი, სა­დაც სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად დათო ცინ­დე­ლი­ა­ნიც იყო და­ბა­რე­ბუ­ლი. იგი ბა­თუმ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს რო­მან შა­მა­თა­ვას გა­დას­ცეს. 

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­მან შა­მა­თა­ვას და­ვა­ლე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ნავ­მი­სად­გომ­თან აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის კუდ-ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი მო­ტო­რი­ა­ნი ნავი ელო­დე­ბო­და, რო­მელ­საც ამა­ვე და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრო­მე­ლი მარ­თავ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მან შა­მა­თა­ვამ დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ ნავ­ში ჩას­ვა, თვა­ლე­ბი აუხ­ვია და ნავ­მი­სად­გომ­ზე მყოფ აფხა­ზე­თის კუდ-ის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს ნა­ვი­დან უბ­რძა­ნა, მას გაჰ­ყო­ლო­და, რო­მელ­მაც ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლა და შავი ზღვის სიღ­რმე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 4 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­ვიდ­ნენ.

რო­მან შა­მა­თა­ვამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან თა­ვის არე­ში ერთი გას­რო­ლით მოკ­ლა დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი. ამის შემ­დეგ რო­მან შა­მა­თა­ვამ დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის გვამს სხე­ულ­ზე თო­კით შე­ა­ბა ნავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბე­ტონ­ნა­რე­ვი რკი­ნის ღუზა და ცხე­და­რი შავ ზღვა­ში გა­და­აგ­დო.

„თვა­ლე­ბი ავუხ­ვიე, ზღვა­ში გა­ვიყ­ვა­ნე და კე­ფა­ში ვეს­რო­ლე, შემ­დეგ ფე­ხებ­ზე ბე­ტონ­ნა­რე­ვი ღუზა გა­მო­ვა­ბი და ზღვა­ში ჩავ­ძი­რე", - აღი­ა­რა სა­სა­მარ­თლო­ზე აფხა­ზე­თის „კუ­დის" ყო­ფილ­მა უფ­როს­მა რო­მან შა­მა­თა­ვამ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ დათა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებ­და.

2008 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის საქ­მე შს სა­მი­ნის­ტრომ 2014 წლის 10 ივ­ნისს გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის რო­მან შა­მა­თა­ვა მი­ცე­მუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×