რეზონანსი
29.02.2024

ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და, "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით, 38-ე ადგილი დაიკავა,” - ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფონდ "ჰერითიჯის" 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა - 2024 წელს საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

"საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში.

ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და, "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით, 38-ე ადგილი დაიკავა.

ამ რეიტინგით, საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია, და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.

აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე”, - დაწერა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×