რეზონანსი
27.02.2024

ძალიან მიკვირს, ჩვენ რა დავაშავეთ ისეთი, რაც ჩვენს კოლეგებს არ დაუშავებიათ, რომ ისინი არიან მოწვევის ობიექტები და ჩვენ – არა, ისე, როგორც ჩანს ვაბრაზებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, არ იცის, რა შანსი უნდა ჰქონდეს ერთობას, რადგან იდეა არავის გააჩნია.

ცოტა ხანში, მგონი, ჩემი კოლეგები მიხვდებიან, რომ ეს ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა არ იყო მათ ცხოვრებაში. მე გამოვლილი მაქვს ეს ეტაპი ერთი-ორჯერ და აქედან გამომდინარე ვიცი, თუმცა, მაინც ძალიან მიკვირს, ჩვენ რა დავაშავეთ ისეთი, რაც ჩვენს კოლეგებს არ დაუშავებიათ, რომ ისინი არიან მოწვევის ობიექტები და ჩვენ არა. ისე, ვაბრაზებთ, როგორც ჩანს.

რა შანსი უნდა ჰქონდეს ამ ერთობას. იდეა არავის გააჩნია და რამ უნდა გააერთიანოს ერთმანეთთან, არ ვიცი. ერთმანეთი არ უყვართ, სიყვარული ვერ გააერთიანებს, იდეა არ გააჩნიათ, არ მეგობრობენ, არ ვიცი, პურ-მარილი თუ გაიშალა კაი, შეიძლება, მივიდნენ და დასხდნენ ერთად, მაგრამ, მგონი, ეგეც არ იშლება პრეზიდენტის სასახლეში ასე მარტივად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×