რეზონანსი
25.02.2024

რუსეთში, ალექსეი ნავალნის ხსოვნის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას პროექტი OVD-Info ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადამიანები ქუჩებში გამოვიდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მობილიზებულთა სახლში დაბრუნების მოთხოვნით და ალექსეი ნავალნის ხსოვნის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით.

OVD-Info-ს ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, რუსეთის 15 ქალაქში 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. აქედან ყველაზე მეტი 15 - მოსკოვში, 10 კი - ეკატერინბურგში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×