რეზონანსი
25.02.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს მთვრობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან; თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×