რეზონანსი
25.02.2024

უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და როგორც სიმბოლოს უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობის მატარებელი ადამიანებისადმი. დიდი მადლობა მათ, დიდება გმირებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×