|

ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომლის ალიანსში წევრობა დროის საკითხია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვინაიდან ნატოს კარის დაკეტვა და უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლების წართმევა სურდა. მაგრამ პირდაპირ საწინააღმდეგოს მიაღწია: უკრაინა ახლა უფრო ახლოსაა ნატო-სთან, ვიდრე ოდესმე აქამდე. ჩვენ გეხმარებით თქვენი ძალები უფრო თავსებადი გახადოთ მოკავშირეების ძალებთან. ერთად გავხსნით ანალიზის, სწავლებისა და განათლების ახალ გაერთიანებულ ცენტრს პოლონეთში. და ვაღრმავებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს ნატო-უკრაინის საბჭოს მეშვეობით, სადაც კონსულტაციებს გავდივართ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. უკრაინა შევა ნატო-ში. საკითხია არა "თუ", არამედ "როდის". სანამ ამ დღისთვის გამზადებთ, ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან სერიოზული რჩება, და მოკავშირეების მიერ ბოლო დღეებსა და კვირებში გამოცხადებული დახმარების პაკეტები აღნიშნა, რომლებიც „ისეთ საკვანძო საშუალებებს მოიცავენ, როგორებიცაა საარტილერიო ჭურვები, საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო კატერები".
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|