რეზონანსი
23.02.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის დროს, არც ერთ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვარი და არ დამდგარა მისი გათავისუფლების შესახებ საკითხი.

„არც ერთ შეხვედრაზე ასეთი საკითხი (მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება) არ დაყენებულა, თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ორმხრივ შეხვედრებზე, საერთოდ არ დაუყენებიათ ეს საკითხი. რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სააკაშვილის გვარი, ეს არის რეალური ვითარება, დანარჩენი არის სპეკულაციები“, - განაცხადა ბრიფინგზე კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×