რეზონანსი
22.02.2024

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა" და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას.

ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას კიდევ ათეულობით პარტიის წევრი აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×