რეზონანსი
22.02.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,62 ათასი ტონა, რაც 0,02 ათასი ტონით, ანუ 1,25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,60 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის იანვრის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბელარუსი - 0,21 ათასი ტონა (13%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,3%),  ირანი - 0,14 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.

2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით, ანუ 16,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,9 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში   საავიაციო ნავთის იმპორტის 43,5%  (4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან,  40,2% (3,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან,  10,9% (1 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან,     5,4% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×