რეზონანსი
22.02.2024

"კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" რიგები თამაზ დათუნაშვილმა დატოვა. პარტიაში სკანდალის მიზეზი წინასაარჩევნოდ 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა, რაც, დათუნაშვილის აზრით, არარეალურია.

ამ საკითხზე ის პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პირადად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პარტია ოფიციალურად დატოვა.

დაპირისპირების დეტალებზე დათუნაშვილი ღიად არ საუბრობს, თუმცა "კურიერს" დაუდასტურა, რომ პარტიის რიგები დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×