რეზონანსი
22.02.2024

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებს, რომლებიც ესპანეთშია გადაღებული, საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. კადრებში ეროტიკულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ჩანან, რომელთაც ზურგზე ლგბტ დროშა აქვთ დამაგრებული.

"ესპანეთი. ბავშვები, რომლებიც გამოწყობილნი არიან, როგორც სექს ობიექტები, აღლუმზე გამოდიან, რათა სიამოვნება მიანიჭონ ადგილობრივ პედოფილებს. ისინი ამას პროგრესს უწოდებენ", - ასე ეხმაურება ვიდეოს სოცქსელის ერთ-ერთი ესპანელი მომხმარებელი.

ადგილობრივ ორგანიზაციაში "ქრისტიანი იურისტები" აცხადებენ, რომ ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - უფლებადამცველები ღონისძიების ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

კადრები გადაღებულია სამხრეთ ესპანეთში გამართულ კარნავალზე, ქალაქ ტორევიეხაში, რომელსაც ესპანეთის "არაოფიციალურ გეი დედაქალაქსაც" უწოდებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×