რეზონანსი
21.02.2024

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სივრცეში არავინ ცხოვრობს და ის წლების წინ საწყობად გამოიყენებოდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ამ დროისთვის, ზარალის ოდენობა უცნობია.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×