რეზონანსი
21.02.2024

ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, არის სწორედ ამის გამოხატულება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასოცირების საბჭოს გზავნილებიც საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის ნაწილია.

„ასოცირების საბჭოს გზავნილები ნაწილია იმ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელსაც ვავითარებთ. ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, არის სწორედ ამის გამოხატულება. ეს გზავნილებიც ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაკავშირებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×