რეზონანსი
21.02.2024

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა 21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ისტორიული თარიღი იყო და პირველი კონსტიტუციის შინაარსი ადასტურებს იმას, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურა ჰქონდა.

„მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი სწრაფი ტემპით განვითარებულიყო. ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი ძალიან მყარ ღირებულებებს უნდა დაფუძნებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ისტორიული თარიღი იყო და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იმის დემონსტრირება იყო, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურა ჰქონდა", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×