რეზონანსი
20.02.2024

ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთს ნატო-ში ჩაითრევენ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგი ეტაპია.

„ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთს ალიანსში ჩაითრევენ. ეს ყველაფერი უკრაინის სცენარს მიჰყვება“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობის შესახებ არსებული შიშები უსაფუძვლოა.

„ჩვენ გაჭიანურებული დიდი მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში, დაშინების ისეთივე ძველი მეთოდების გამოყენებით ვიმყოფებით, როგორიც სამყაროა. პროგნოზები იმედგამაცრუებელია. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ნატო-ს გაფართოებას გააგრძელებენ. მათთვის მდგომარეობა მეტად ხელსაყრელია. პირდაპირ, რომ ვთქვა, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე, თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ-ის გავლენის ქვეშ მოექცა. ეჭვგარეშეა ის, თუ ვისი პოლიტიკა და ვისი ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×