რეზონანსი
18.02.2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მთავარია დეზინფორმაციით და ცილისწამებით არ დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაცია. მისი თქმით, კითხვები შეიძლება იყოს და ეს პროცესის თანმდევია, თუმცა მთავარი არის ის, რომ ცესკო მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოქმედებს და საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

„საზოგადოებას გამჭვირვალე და ოპერატიული ინფორმირებით ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ თავად განსაჯონ და მიიღონ გადაწყვეტილებები და შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან მიმართებით. მთავარი არის ის, რომ დეზინფორმაციით, მითების შექმნით, ცილისწამებით და მადისკრეტირებელი კამპანიით არ დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაცია, როდესაც საუბარია უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებებზე", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×