რეზონანსი
18.02.2024

იურიდიულად სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ შეიწყალებს, გამორიცხულია - აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ზურაბიშვილის გაშავებას ცდილობენ.  

„შეწყალება მხოლოდ დამდგარი განაჩენის შემდეგ ხდება. სააკაშვილს ერთი დამდგარი განაჩენი და ორი მიმდინარე ბრალი აქვს. შესაბამისად, გამორიცხულია, წინსწრებად ხომ ვერ შეიწყალებს, ინდულგენცია ხომ არ არის ეს შეწყალება? ან უვიცები მოითხოვენ ამას, ან არის შეგნებული პოლიტიკური შეტევა, რომ როგორღაც გააშავონ სალომე ზურაბიშვილი და სააკაშვილს რაღაც იმედები შეუქმნან, ვითომ რაღაცას აკეთებენ მის გასათავისუფლებლად, თორემ სხვანაირად, უბრალოდ, აუხსნელია ამ უცოდინარობის გამოვლენა“, -განაცხადა ელისაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ 16 თებერვალს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×