რეზონანსი
17.02.2024

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყოს ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს - წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილს ის მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალ კრისტოფერ კავოლისაც:

"ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს გენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა, წინსვლა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში." 

ზურაბიშვილი დღეს ამავე კონფერენციაზე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის, ურსულა ფონ დერ ლეიენს, იენს სტოლტენბერგსა და ამერიკელ სენატორებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×