რეზონანსი
17.02.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.

სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას", - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×