რეზონანსი
17.02.2024

გასულ ღამეს ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავია რეისი, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების" სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის" სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის" ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების" ბაქო-თბილისის რეისი.

ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება", - აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×