რეზონანსი
16.02.2024

როდესაც „ქართულ ოცნებას" აქვს 60%, შეუძლებელია აქ ვინმემ წარმატებას მიაღწიოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობას" აქვს 20%-მდე, დანარჩენ პროცენტებზე ნადირობს ყველა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან დიდი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას", რომ ამ 20%-ში რაღაცნაირად ნდობა მოიპოვოს მაგალითად თავისი სიმართლით, გულწრფელობითა და რეფორმებით, მაგრამ როდესაც ნაცმოძრაობას ემიჯნებიან ნაცმოძრაობის წევრები და ისინი ცდილობენ ამ 20%-ში რაღაცნაირად შეძვრენას, ამაზე არარეალური ამოცანა ვერაფერი იქნება", - აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×