რეზონანსი
16.02.2024

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალები მეზობლები იყვნენ. „mega.tv"- ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შურა ღვინიანიძეა. გუშინ ღამით ქალებს ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.

დაღუპულები 65 და 45 წლის მეზობელი ქალები არიან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციამ საქმეზე მამაკაცი დააკავა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×