რეზონანსი
16.02.2024

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალური დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ამ წლის 16 თებერვალს, მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი მტკიცებით, განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×