რეზონანსი
15.02.2024

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისრაელში ვიზიტისას ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, დათანხმდეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით.

კერძოდ, ბერბოკმა მოუწოდა ისრაელის მთავრობას, თავი შეიკავოს ქალაქ რაფაჰზე თავდასხმისგან და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.

"რაფაჰზე ისრაელის შეტევა საფრთხის ქვეშ დააყენებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას. [ხალხს] სჭირდება უსაფრთხო ადგილები და უსაფრთხო დერეფნები. მათ სჭირდებათ მეტი ჰუმანიტარული დახმარება. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ღაზა კოლაფსის პირასაა", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×