რეზონანსი
14.02.2024

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ეტაპობრივად განისაზღვრება ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალები. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს დედაქალაქში ქაოსური პარკირების აღმოფხვრას და მის მოწესრიგებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისათვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 საათი - 1 ლარს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება აკაკი წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე. კონკრეტული ქუჩების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ.

1-ელი მარტიდან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ მუნიციპალურ პავილიონებში, რომლებიც დროებით განთავსდება აკაკი წერეთლის გამზირის #118-ში, #116-ში, #76-ში, #48-ში, ასევე #12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის #10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ.

ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. პირველი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×