
გამოცემა „როიტერი“ იუწყება, რომ პუტინმა აშშ-ს კონფლიქტის გაყინვა იმ საზღვრების ფარგლებში შესთავაზა, რომელიც რუსეთს აქვს დაკავებული და არ სურდა რაიმე ტერიტორიის დათმობა. კრემლში აცხადებენ, რომ ეს საუკეთესო გზაა რაიმე სახის მშვიდობის დასამყარებლად.
„ამერიკელებთან კონტაქტი უშედეგო აღმოჩნდა“, – განუცხადა რუსულმა წყარომ „როიტერს“.
მეორე რუსულმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შუამავლების მეშვეობით აშშ-მა რუსეთს უარი განუცხადა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის განხილვაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
გამოცემა ამტკიცებს, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება აშშ-ს 2023 წელს შუამავლების მეშვეობით შესთავაზა, მათ შორის იყვნენ რუსეთის არაბი პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში.
ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც, ანონიმურობის დაცვით საუბრობენ გამოცემასთან, უარყოფენ მსგავსი სახის კონტაქტს და აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი არ ჩაერთვება ისეთ მოლაპარაკებებში, სადაც უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას.