რეზონანსი
14.02.2024

„ლელო“ ის პარტიაა, რომელსაც უფრო მეტი წევრი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი. მათი წევრებიც კი ბოლოს სხვა პარტიებს უჭერენ მხარს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა და დასძინა, რომ ასეთი პარტიის მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი ძალიან არასერიოზული და უხერხულია.

„აქ სხვა ქვეცნობიერი ჩნდება – ეს ადამიანები ილტვიან ძალაუფლების დაბრუნებისკენ და უნდათ, ერთდროულად იყვნენ ამ ქვეყნის პრეზიდენტები, პარლამენტარები, მინისტრები, მოსამართლეები და პროკურორები. ცხადია, ეს არის კრებითი სახე რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რომლის ავანგარდშიც ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×