
აზერბაიჯანის მოქალაქე ახმედ ახმედოვი ეჭვმიტანილია მშობლების, მცირეწლოვანი ძმის, ასევე დისა და შვილის მკვლელობაში, იუწყება მედია.
როგორც „სპუტნიკ-აზერბაიჯანი“ იუწყება, გამოძიების დროს გაირკვა, რომ ახმედ ახმედოვმა ბაქოში თავისი და, ახმედოვა ელმირა (დაბადებული 1997 წელს) და მისი 5 წლის ქალიშვილი, ულვია ნიფტალიევა ნაჯახით მოკლა. ამის შემდეგ მან დახოცა მშობლები - მეჰმანი (დაიბადა 1972 წელს) და ბიკე (დაიბადა 1977 წელს) ახმედოვები, ასევე 8 წლის ძმა, მუჰამედი.
დედა, ბიკე ახმედოვა ბაქოში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გახლდათ (ფოტოზე).
მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. მათივე თქმით, დანაშაულს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი. წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ 25 წლის აჰმედი ფსიქიკური დაავადებით იტანჯება.
primetime.ge