რეზონანსი
13.02.2024

ნიკა გვარამია იყო „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტი. მიშას გამო მიტინგზე ტიროდა ბოლოს და ბოლოს. მე უბრალოდ არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ გვარამია „ნაცი" არ არის, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„პირიქით, მგონია, რომ საუკეთესო ტაქტიკა იქნებოდა დაემტკიცებინა, რომ ის უფრო „ნაცია", ვიდრე მაგალითად ხაბეიშვილი. იმის მტკიცება, რომ ისინი „ნაცები" არ არიან და იმ ელექტორატზე მუშაობენ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს [არ არის დამაჯერებელი]. შეიძლება ასეთი უცნაური ხალხი [ვინც ამას დაიჯერებს] ჩვენს ქვეყანაში არსებობენ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ბევრნი არიან", - აცხადებს რაქვიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×