რეზონანსი
13.02.2024

ენმ-ის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება.

„ბატონო პრეზიდენტო,

მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს.

2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის შესაძლებლობა. გთხოვთ იხილოთ თანდართული პროგრამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×