რეზონანსი
13.02.2024

The Ajara Times-ის ინფორმაციით, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც ჩიქოვანი იყენებს, სანომრე ნიშნები მოხსნეს. ამ დროისთვის უცნობია ვინ მართავდა საჭეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ეს ავტომობილი არჩილ ჩიქოვანმა "სანდასუფთავების სამსახურის" ბიუჯეტით იყიდა, რასაც თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×