რეზონანსი
13.02.2024

ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივების განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი ,,Connect Georgia-ს" ფარგლებში განხორციელდება.

„მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივები, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საპილოტე პროექტები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით შეირჩევა და განხორციელდება. მემორანდუმს ხელი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, პროექტის დირექტორმა იან რიკმეიერმა და GIZ -ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ანია ვალდრაფმა მოაწერეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×